ყველა შეცდომა დავუშვი, რისი წარმოდგენაც შეიძლება" – Facebook 14 წლისაა
პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018 - 19:05

სოციალურ ქსელ Facebook-ის შექმნიდან 14 წელი გავიდა. მისმა შემქმნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავის საქმიანობის  შესახებ ისაუბრა და მომხმარებლებს მიმართა.

„ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა ვისაუბრო რა შორს წავედით „ჰარვარდის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ოთახიდან და ჯერ კიდევ რა შორს ვართ იმისათვის, რომ მსოფლიოს მოსახლეობა ერთმანეთთან კიდევ უფრო დავაახლოვოთ. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც ვფიქრობთ რა გვჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ხანდახან ადამიანები მეკითხებიან რა ვისწავლე ამ 14 წლის განმავლობაში. მე 19 წლის ვიყავი, როდესაც Facebook-ის შექმნა დავიწყე და არაფერი ვიცოდი კომპანიის ან გლობალური ინტერნე სერვისის შექმნის შესახებ. ამ დროის განმავლობაში  ყველა ის შეცდომა დავუშვი, რისი წარმოდგენაც კი არის შესაძლებელი. ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვი და ბევრი ცუდი გარიგება დავდე. ვენდე არასანდო ადამიანებს და ნამდვილ ნიჭიერ ადამიანებზე არასწორად ვფიქრობდი. ვერ შევამჩნიე მნიშვნელოვანი ტრენდები და ბევრი ჩემი მოქმედება წარუმატებლად დასრულებულა.

მიზეზი რის გამოც ჩვენი საზოგადოება დღეს არსებობს არის არა ის, რომ შეცდომები არ დაგვიშვია, არამედ ის, რომ გვჯეროდა ყველაფერს ვაკეთებდით პრობლემის მოსაგვარებლად და ვიცოდით, რომ შეცდომასაც დავუშვებდით, მაგრამ მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა პროგრესის მისაღწევად.

ჩვენ ისევ დასაწყისში ვართ, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ და მივისწრაფვით სრულყოფილებისკენ. ეს იდეა გვაძლიერებს და მთელ წელს სწორედ ამას ვუძღვნით. 14 წლის განმავლობაში ჩვენ ოჯახები და მეგობრები დავაახლოვეთ კიდევ უფრო მეტად და ვამაყობ, რომ ამ მნიშვნელოვან ფენომენში ვართ ჩართულები.

ეს დიდი გზაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ გზას თქვენთან ერთად გავუყვე“ - მარკ ცუკერბერგი.

ნანა წულაია

წყარო

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი