პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში ჩატარდება
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018 - 12:49

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავში ტარდება, მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთნაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ შესძლებს ჩამოსვლას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ მიწვეულთა შორის გიორგი მარგველაშვილიც იქნება.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი