"არავინ აპირებდა ინაუგურაციის ჩაშლას"
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018 - 14:13

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. 

"არ შეიძლება, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია, ამიტომ ეს შოუ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ აქციაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გააპროტესტებენ.

"16 დეკემბერს აქცია იმასთან დაკავშირებით იქნება, რომ მეორე ტური გაყალბდა. ეს ისე ბინძურად გაყალბებული არჩევნებია, რომელიც საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა. თქვენ ნახავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ან ჩვენი მოკავშირეების შესაბამისი უწყებების ყოველი მომდევნო განცხადება სულ უფრო მკაცრი და კრიტიკული იქნება”,- განაცხადა ვაშაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნის. საკითხი ამ კვირაში მთავრობის სხდომაზე გავა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები