"აშშ და ნატო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას მხარს უჭერს"
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018 - 12:15

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ აშშ და ნატო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას მტკიცედ უჭერენ მხარს.

"აშშ და ნატო მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მათ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ მათ თანამშრომლობასა და კონტრიბუციას და მოხარულები ვართ იმ პროგრესით, რასაც ამ ქვეყნებმა ნატოს სტანდარტებისა და ღირებულებების დაკმაყოფილებით მიაღწიეს", - განაცხადა მაიკ პომპეომ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი