ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018 - 15:25

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ულოცავს. როგორც ბუკიკიო ამბობს, ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში.

"დიდი სიამოვნებით შევიტყვე თქვენი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ეს არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ბოლოჯერ მოხდა საქართველოს პრეზიდენტის უშუალოდ მოსახლეობის მიერ არჩევა. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდით. იცოდეთ, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში", - წერია ჯანი ბუკიკიოს წერილში.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი