19 წლამდელთა ნაკრებმა იტალიას მოუგო
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018 - 23:29

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა იტალიელებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. 

პირველ ტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ. თავი მე-16 წუთზე მოტამ გამოიჩინა. თუმცა, 24-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გადაცემით გიორგი გულიაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში დავითაშვილმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა მატჩის მიწურულს მიზანს მაინც მიაღწიეს. 88-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმა ცოტნე ფაცაციამ შეასულა და საქართველოს ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები