Fashion Awards 2018 - დემნა გვასალია წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერი გახდა
სამშაბათი, 11 დეკემბერი, 2018 - 01:21

Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერად დაასახელეს. 

ყველაზე პოპულარული მოდის ჯილდოსთვის წელს გვასალიასთან ერთად Gucci-ს სახლის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე, ჯონათან ანდერსონი (Loewe), მარია გრაცია კიური (Dior) და მიუჩა პრადა (Prada) იბრძოდნენ. 

საზეიმო ღონისძიება და ცერემონია ლონდონში „როიალ ალბერტ-ჰოლში“ ამ წუთებში მიმდინარეობს. 

2016 წელს დემნასა და გურამის ბრენდი Vetements წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა. დემნა გვასალია წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის საერთაშორისო დიზაინერი(როგორც „ბალენსიაგას“ კრეატიული ხელმძღვანელი). ამ ნომინაციაშიც დემნა გვასალიამ გაიმარჯვა.

წყარო

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი