დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის გურჯაანში
, 16 დეკემბერი, 2018 - 13:14

გურჯაანში, პოლიციამ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია.

პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები ბარიკადების გარღვევას ცდილობდნენ, მათ პოლიციის მიერ ჩაყენებული ავტომანქანა საკუთარი ძალებით გადააყენეს.

ისინი საუბრობენ პროვოკაციებზე ხელისუფლების მხრიდან. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებულები. მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილის გავლით და ამ გზაზე მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრის სტატუსით მიემგზავრებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, საპოლიციო ძალები მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 15:00 საათზე დაიწყება.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი