პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმღერა
ორშაბათი, 17 დეკემბერი, 2018 - 21:18

პაატა ბურჭულაძემ 15 დეკემბერს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში იმღერა.

კონცერტი დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი იყო მიძღვნილი. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. ის იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.

პაატა ბურჭულაძემ 2015 წელს ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდი" დააფუძნა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ჩამოაყალიბა, შემდეგ კი პარტიიდან წავიდა და საქართველოც დატოვა. ბურჭულაძე ამჟამად რუსეთში, მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი