ზვიად გამსახურდიას შვილები საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018 - 20:20

ზვიად გამსახურდიას შვილები, ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავენ. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

კომისიამ, იმ პირების ქმედებები უნდა შეისწავლოს, ვისაც პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიების არასწორად წაყვანაში მიუძღვის წვლილი.

„პირველი მოთხოვნა ეს არის საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს არა ზვიად გამსახურდიას საქმეს, არამედ იმ პირების ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, რომლებმაც გააფუჭეს და შეიძლება ითქვას, ჩაშლის პირას მიიყვანეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა გამოძიება“- აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები მეექვსე დღეა პროკურატურის მისაღებში შიმშილობენ. ისინი ზვიად გამსახურდიას მკვლელის დადგენას და დასჯას ითხოვენ.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი