გურჯაანის სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი, 2018 - 11:30

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროცესს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ესწრებიან.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი