ვაზისუბანში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი, 2018 - 21:17

თბილისში, ვაზისუბანში, „საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ბანკში ოთხი ნიღბიანი პირი შეიჭრა. დაშავდა ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი