ეკა ბესელია გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაზრდის მოთხოვნას გამოეხმაურა
პარასკევი, 21 დეკემბერი, 2018 - 16:18

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოთხოვნის გასათვალისწინებლად მზადაა.

„სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ ხუთი წლით, რაც იქნება შესაძლებელი, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით. მე პირადად მზად ვარ დავიწყო მუშაობა ამ ცვლილებაზე,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი