"ელჩების კონფერენცია 2018-ს" პრეზიდენტი არ დაესწრო
პარასკევი, 21 დეკემბერი, 2018 - 16:56

"ელჩების კონფერენცია 2018-ის" არც გახსნას და არც დახურვას სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.

პრეზიდნეტის დაუსწრებლობის მიზეზზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ გააკეთა განცხადება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში წელს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ, რომ ამბასადორიალი დაემთხვა პრეზიდენტის ინაუგურაციას. საქართველომ თავის უკანასკნელი ისტორიის განმავლობაში აირჩია ქალი პრეზიდენტი, რაც რეგიონში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ამას, გვესმის, რომ პრეზიდენტს პირველ დღეებში აქვს თავისი უფრო მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხები დღის წესრიგში და ამიტომ ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მასთან აქტიურ თანამშრომლობას",- აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ელჩების კონფერენცია 2018“ 18 დეკემბერს დაიწყო. ამბასადორიალი დღეს სრულდება.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი