"ეს გამოძიება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საზოგადოებაში მის ირგვლივ კითხვები იარსებებს"
პარასკევი, 21 დეკემბერი, 2018 - 17:18

ასე გამოეხმაურა საკანონმდებლო ორგანოდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეს. 

პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის პირველმა სამართალდამცავმა აღნიშნა, რომ შსს-ს ვალდებულებაა, ეს გამოძიება მანამდე გაგრძელდეს, სანამ შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი.

"ყველას გვესმის, რომ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის. საქმე მიმდინარეობს აპელაციაში და იქ გარკვეული პოზიციები კიდევ შეიძლება შეიცვალოს. შსს-ში გრძელდება გამოძიება გამოყოფილ საქმესთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ეს გამოძიება გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ გამოძიება ამის იქით ვეღარ მიდის და ამისთვის არსებობს სუბიექტური მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პირებთან, ამისთვის, უნდა აღიძრას სამოხელეო საქმე ყველა შესაძლო დანაშაულზე და ყველამ ამაზე უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა გახარიამ.

პარლამენტში გახარიას გამოსვლას ზაზა სარალიძეც ისმენს.

მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი