ოკუპანტებმა ხურვალეთიდან შშმ პირი გაიტაცეს
, 23 დეკემბერი, 2018 - 20:00

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთიდან 33 წლის შეზღუდული შესაძლებლობების პირი ოთარ სამნიაშვილი გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. იგი სავარაუდოდ,საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. თვითმხილველების განცხადებით ოთარ სამნიაშვილი რუსეთის ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. სუსის ინფორმაციით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ინფორმირებულია. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი