პანკისის სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი, 2018 - 12:24

პანკისის სპეცოპერაციიდან 1 წლისთავზე თემირლან მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები სუსის შენობასთან იკრიბებიან. შენობის შესასვლელში მათ პლაკატები გამოაკრეს სახელწოდებით "თემირლანის მკვლელები აქ არიან". დღეს ასევე დაგეგმილია ორი აქცია. ერთი აქცია-პერფომანსი ე.წ. მოდულის შენობასთან გაიმართება, ხოლო მეორე შვილმკვდარი მამების აქცია 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ დაიწყება. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა.მოგვიანებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევთან მის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა. ოჯახის წევრები,თემირლანს სისტემის მსხვერპლად მიიჩნევენ.19 წლის პანკისელი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი