სირიაში ავიაიერიშებს 14 წლის საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი, 2018 - 14:58

სირიაში 14 წლის საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. მუხმად ფარეულიძე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო.ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს. მუხმად ფარეულიძე სოფელ ბირკიანიდან არის და სირიაში ,სავარაუდოდ,მშობლებთან ერთად 2014 წელს წავიდა. „მამამისი ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე "ჟღალი გენერლის" თანასოფლელი, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა" - აღნიშნულია kvirispalitra.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი