წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გადაწყვეტილება არ მიუღია
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი, 2018 - 16:03

წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა,თუმცა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია ისევ უცნობია. სინოდის წევრების მოსაზრება ორად იყოფა. მათი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ნაწილი კი არა. როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის განცხადებას ელოდება. „სინოდი სიფრთხილით მოეკიდა და მოვლენებს დაველოდებით. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მოთხოვნას. იყო აზრთა სხვადასხვაობა.“- აღნიშნა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ. წმინდა სინოდის სხდომა სამი საათი გრძელდებოდა. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი