იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ორშაბათი, 31 დეკემბერი, 2018 - 11:47

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე , 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ , გედევან ფოფხაძე აირჩიეს. კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატი იყო დასახელებული - გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა,მეორე ტურში შვიდი ხმა მიიღო. ეკა ბესელიამ უკვე მოაწერა ხელი გადადგომის შესახებ განცხადებას.მის მოვალეობას გედევან ფოფხაძე შეასრულებს. შეგახსენებთ, ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წინა კვირას გააკეთა. დეპუტატმა მიზეზად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის გაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაასახელა. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი