იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ოთხი მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლა
ორშაბათი, 31 დეკემბერი, 2018 - 12:18

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ოთხი მოსამართლე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ასმათ კოხრეიძე, მიხეილ ბებიაშვილი, ირაკლი შავაძე და დავით კეკენაძე მოსამართლის თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ.

მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სხდომის დაწყებამდე, აღნიშნულ საკითხზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა განცახდება:

,,იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს უფლებამოსილება, რომ მოსამართლეებს, რომლებიც 3 წლის გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები და აქვთ მუშაობის გამოცდილება 3 წელზე მეტი ვადით, გაუგრძელოს უფლებამოსილება უვადოდ და დანიშნოს თაბამდებობებზე. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლეთა უმრავლესობას საბჭომ გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა და თანამდებობებზე დანიშნა, თუმცა საერთო ჯამში 9 მოსამართლეა, რომელსაც ამაზე უარი უთხრა. მათ შორის, არის ოთხი მოსამართლე, რომელთა საკითხი დღეს განიხილება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის ბუნდოვანია, რატომ გადაწყვიტა გადაწყვეტილების მიმღებმა უმრავლესობამ ამ ადამიანებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. მოგეხსენებათ, ირაკლი შავაძეს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა უშუალოდ (სასამართლოს) თავმჯდომარესთან მიმართებაში, მაგრამ თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩება, მის მიმართ კითხვები არავის გასჩენია, თუმცა შავაძე სამსახურიდან მიდის", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი