ავღანეთში საჰაერო დარტყმებისას "ისლამური სახელწიფოს " 28 "ბოევიკი " მოკლეს
ორშაბათი, 31 დეკემბერი, 2018 - 12:30

ავღანეთში საჰაერო დარტყმების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 28 „ბოევიკი“ მოკლეს.

შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, საჰაერო ძალების ოპერაცია „ბოევიკების“ საიდუმლო ობიექტის წინააღმდეგ სოფელ აჩინში განხორციელდა. სავარაუდოდ, ლიკვიდირებულ „ბოევიკებს“ შორისაა „ისლამური სახელმწიფოს“ სამი მეთაური.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი