მაჩალიკაშვილის მშობლებს პროკურატურაში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ
ხუთშაბათი, 03 იანვარი, 2019 - 14:03

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები თბილისის პროკრატურაში დაიბარეს. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან ერთად ისინი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას გაეცნობიან. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. "თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილიდან გამომძიებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა გადმოეცათ და შეგვიძლია გავეცნოთ. მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ქალბატონი მედიკო მივდივართ, რომ ვნახოთ რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში. საუბარია, კომპლექსურ ექსპერტიზაზე, რომელიც სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ჩვენ მიერ მოწვეული ექსპერტების თანამონაწილეობით ჩატარდა. აღნიშნული ექპერტიზით უნდა დადგინდეს თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა სროლის დროს. ვიცით, რომ ერთმნიშვნელოვანი აზრია ჩვენს ექსპერტებსა და სამხარაულის ექსპერტებს შორის. თუ დაწერეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სროლისას არ იწვა და რაღაც სხვა მდგომარეობაში იყო, ეს არის მნიშვნელოვანი გაყალბება, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ დაწერენ. თუ დასკვნაში ეწერება, რომ თემირლანის მდგომარეობას ვერ წერენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპეტენცია არ არის და შეგნებულად თავს არიდებენ პასუხის დაწერას", - აღნიშნა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა. შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა.19 წლის პანკისელი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი