საქართველოში ღორის გრიპით 8 ადამიანი გარდაიცვალა
შაბათი, 05 იანვარი, 2019 - 11:49

საქართველოში H1N1-ით ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ღორის გრიპის სწრაფი გავრცელების გამო საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა. ერთ-ერთი პირველი იყო რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო. მწვავე რესპირატორული ინფექციებით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა საგრძნობლად მომატებულია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვალების ყველ შემთხვევაში, H1N1-ის ვირუსი სხვა ქრონიკულ დაავადებებთან ერთად მიმდინარეობდა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა კი დაგვიანებული იყო. „ყველა შემთხვევაში გვაქვს დაგვიანებული მიმართვა სამედიცინო დაწესებულებისადმი. რვიდან ერთი იყო ორსული ქალი, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძიმე პნევმონია ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ხოლო დანარჩენ ექვს H1N1-ის ვირუსი ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ჰქონდა "-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს,თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმს მიმართონ. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი