ტრამპმა შესაძლოა ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს
შაბათი, 05 იანვარი, 2019 - 12:13

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეუძლია.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხი კონგრენსის გვერდის ავლით გადაწყდება. „მე შემიძლია ამის გაკეთება თუ ამას მოვინდომებ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება. ეს ქმედება შეიძლება საჭირო გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 22 დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, ამერიკის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. კონგრესმენებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, რადგან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი