საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლებს შობა მიულოცეს
ორშაბათი, 07 იანვარი, 2019 - 16:57

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლებს ეწვივნენ. გიორგი ვოლსკიმ, მამუკა მდინარაძემ, თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფელ ზარდიაანთაკარის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის წევრები მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ. მათ ქართულ და ოსურ ოჯახებს საკვები პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ასევე, მოინახულეს სოფელ ზარდიაანთაკარში მდებარე ქართული საგუშაგოების ჯარისკაცებიც და შობა მიულოცეს „საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში მივულოცეთ შობა და ახალი წელი მოსახლეობას, იმ ბიჭებს, რომლებიც პოსტზე დგანან ვაჟკაცურად. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს. რიგი საკითხებისა მოგვარებულია, სოფელში გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა. ამ “, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი