პრეზიდენტმა ბანკი "ქართუს" სესხი დაფარა
ოთხშაბათი, 09 იანვარი, 2019 - 15:01

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ აღებული მილიონი ლარის ოდენობის სესხი დაფარა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ზურაბიშვილის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სესხი სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბერში, საარჩევნო პერიოდში აიღო. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაერიცხა.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, უფლება აქვს ბიუჯეტიდან მილიონი ლარის ოდენობით სესხი მოითხოვოს.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი