ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას დამატებით შეისყიდის
პარასკევი, 11 იანვარი, 2019 - 17:27

ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესყიდვას აპირებს. თავდაპირველად, სამინისტრო 3000 დოზა ვაქცინას იყიდის.

"ოქტომბერ-ნოემბერში ჩვენ ვატარებთ რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციას, მაგრამ შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ათვისება ხდებოდა. ახლა რეალურად, მოსახლეობაში გაიზარდა მოტივაცია. ჩვენ ერთი მხრივ, მივესალმებით ერთ-ერთი კერძო კომპანიის მხრიდან უფასო ვაქცინაციის აქციას და ვაკეთებთ შეკვეთას, რომ შემოვიტანოთ დამატებთი რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ მოსახლეობის მოთხოვნა."- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. არაა გამორიცხული, თებერვალ-მარტში გრიპის ვირუსის ახალი ტალღა გავრცელდეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქისთვის უფასოდ გაიცემა.

საქართველოში H1N1 ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი