ჯვრის მონასტერი გაიხსნა
ოთხშაბათი, 16 იანვარი, 2019 - 12:39

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. მცხეთის მერის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, მან საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ დღეს მონასტერი გაიხსნებოდა.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

"საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას.“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი