შსს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას სამი ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 16 იანვარი, 2019 - 21:47

„ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.

კუპატაძემ არასრულწოვნის გარდაცვალებაზე გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

„ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება", - აღნიშნა კუპატაძემ.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი