ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა
ოთხშაბათი, 23 იანვარი, 2019 - 11:50

ევროპარლამენტის და კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომაც მიიღო რეზოლუცია, სადაც მხარდაჭერილია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა.რეზოლუციის თანახმად,მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებასა და მკვლელობაში დამნაშავე პირები თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ მოახერხებენ. ევროპული საქართველოს ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძემ წარადგინა. შეგახსენებთ,არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოეცა. გიგა ოთხოზორია ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მის მკვლელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი