სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა
ხუთშაბათი, 24 იანვარი, 2019 - 18:32

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მიმართა. მისი განმარტებით, სასამართლოში გაჟღერებული ისეთი ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს, რომელიც დედა-შვილის პერსონალურ მონაცემებს შეეხება. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით კუპატაძემ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, 4 წლის ბავშვი 22 იანვარს სანზონაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი