პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ სამხედროებს შეხვდა
პარასკევი, 08 თებერვალი, 2019 - 22:08

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში ჩავიდა. მან ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე ქართველი სამხედროები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს, მოვინახულე თავდადებული სამხედროები ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე, ავღანეთში. ერთად გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს. როგორც მთავარსარდალსა და რიგით ქართველს მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას“, - აღნიშნავს პრეზიდენტი. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი