მკვლელობა რუსთავში-ბიძამ 13 წლის ძმისშვილი მოკლა
, 10 თებერვალი, 2019 - 12:35

რუსთავში მერვე მიკრორაიონში ბიძამ მისი 13 წლის ძმისშვილი მოკლა.მან მოზარდს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.არსებული ინფორმაციით 29 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მკვლელობის დროს ოჯახში იმყოფებოდა მოზარდის ბაბუაც, რომელიც მეზობლების ინფორმაციით ნაცემი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი