სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2019 - 12:00

"ემანუელ მაკრონთან ჩემი შეხვედრა იქნება მოთხოვნების შეხვედრა. ის რაც მინდა ქვყნისთვის, მაქსიმალურად უნდა წარვუდგინო,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ფრანგ კოლეგასთან შეხვედრამე განაცხადა.

„ყველაფერზე არ მივიღებ პასუხს, ეს არის დასაწყისი ჩვენი საუბრის, მაგრამ ჩვენ უნდა დავაყენოთ ჩვენი ურთიერთობა ამ საფეხურზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოვითხოვით იმ პარტნიორისგან, რომელიც უნდა იყოს განსაკუთრებული, მე ვთვლი ასე, საქართველოსთვის. ამილახვარის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩემთვის. იმიტომ რომ ამილახვარის ოჯახი არის ჩემთვის ძალიან ახლოს და დიმიტრი ამილახვარის წარსული ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, ძალიან დიდი ისტორიული როლი ითამაშა და ეს არ უნდა დაივიწყოს. ეს იქნება ჩვენთვის ინსტრუმენტი,იმისთვის რომ სხვადასხვა დარგში და პირველ რიგში უსაფრთხოების თანამშრომლობის დარგებში და არამხოლოდ. ჩვენი თანამშრომლობა საფრანგეთთან იყოს უფრო ღრმა და უფრო საფუძვლიანი და გვაძლევს ყველა მიმართულებით და მე მაგალითად ვაპირებ კულტურის მიმართულებით ეს დიალოგი გამოვიყენოთ და სხვადასხვა სამინისტროები შეხვდნენ ერთმანეთს. ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ამ ქოლგის ქვეშ და ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი"- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.

გუშინ პრეზიდენტს საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჟიტ მაკრონმა უმასპინძლა.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი