დადიანების მუზეუმში ჭერი ჩამოინგრა
პარასკევი, 01 მარტი, 2019 - 15:25

დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმის ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ნივთი დაზიანდა. 

„მუზეუმში ჭერი სასადილო ოთახში ჩამოინგრა. დაზიანდა სამი „ფუჟერი“ და 4 პატარა სირჩა. თუმცა, დაზიანებული ნივთების რესტავრაცია შესაძლებელია. კულტურის სამინისტროდან რესტავრატორები ჩამოვლენ და ადგილზე შეისავლიან დაზიანებულ ნივთებს.  ჩამონგრევის მიზეზი წლების განმავლობაში მიწისძვრის რყევები გახდა, რომელმაც შენობა დააზიანა“, - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

დადიანების სასახლის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, უკვე არსებობს პროექტის ასახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქცია აპრილში დაიწყება.

წყარო

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი