„თიბისი ბანკი“ საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან
ხუთშაბათი, 07 მარტი, 2019 - 15:38

„თიბისი ბანკი“ საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან.

როგორც „თიბისი ბაკის“ განცხადებაშია აღნიშნულია, „თიბისი ბანკის“, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა, ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

„თიბისი ბანკი“ ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. „თიბისი ბანკის“ აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, „თიბისი ბანკის“ მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას. სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია.

 ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი“, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი