შინაგან საქმეთა სამინისტრო "ჯიპებს" 50 სედანის ტიპის ავტომობილით ჩაანაცვლებს
სამშაბათი, 19 მარტი, 2019 - 15:29

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებისთვის სედანის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ მაღალი გამავლობის "ჯიპებს" ჩაანაცვლებს.

ტენდერი 14 მარტს გამოცხადდა და განაცხადების მიღება დღეს, 19 მარტს დასრულდება. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესოპერატორს შეუძლია.

ტენდერი გამოცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით, აგრეთვე „2019 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის № 2299 განკარგულების საფუძველზე. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი