„ინექციური ნარკოტიკების მოხმარება სტაბილურად იზრდება“
ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019 - 12:55

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ოთარ კახიძემ, ქვეყანაში ნარკომანისთან დაკავშირებული მდგომარეობის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

როგორც მან განაცხადა, ეს კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დეპუტატი ამაში იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობას ხედავს.

„თქვენ გაბარიათ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულების კოორდინაცია. რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით? მე წაგიკითხავთ ციტატას ბემონის და კურაციოს კვლევიდან, რომელიც ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. 2012 წელთან შედარებით გაიზარდა ქვეყანაში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომა. 2012 წლის შემდეგ ნარკოსცენა შეიცვალა, კერძოდ, კვლავ ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ჰეროინი და სუბოტექსი. წარმოგიდგენთ რიცხვებს, რომელიც არის ამ კვლელვაში ასახული: 2012 წელს სავარაუდოდ 45 ათასი მომხმარებელი, 2014 წელს 49 ათას შვიდასი მომხმარებელი, 2016 წელს 52 ათას ხუთასი მომხმარებელი. ინექციური ნარკოტიკების მოხმარება იზრდება სტაბილურად, გაიზარდა მოხმარების სიშირე და რაოდენობა 25-დან 30 პროცენტამდე. ეს არის სურათი, თუ როგორ აკოორდინირებს ჩვენი იუსტიციის მინისტრი ნარკომანიასთან ბრძოლას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი