სმიტების მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019 - 13:08

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ გამოაცხადა.  

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ ცნეს, მათ შორის, გაუპატიურებაში. 

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი