"მეთორმეტე კლასელებისთვის გამოცდების გაუქმების საკითხის ჩავარდნა „ქართული ოცნების" უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს"
ორშაბათი, 08 აპრილი, 2019 - 11:39

ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია, რიგ საკითხებს არასერიოზულად უყურებს და აღნიშნავს, რომ მათ განათლების მიმართულებით, სრულიად გაუაზრებელი პოლიტიკა აქვთ.

„ქართულ ოცნებას" განათლების მიმართულებით აქვს სრულიად გაუაზრებელი პოლიტიკა. „ოცნების" უმრავლესობა სრულიად უპასუხისმგებლოდ ექცევა გარკვეულ საკითხებს. ამ კანონპროექტის ჩავარდნასაც ვუკავშირებ უპასუხისმგებლობას, ვინაიდან ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას ვერ ვხედავ უმრავლესობის რიგებში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში დღეს კენჭს ხელახლა უყრიან.

შეგახსენებთ, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული პროექტი განმეორებით კენჭისყრაზე მესამე მოსმენით იმის გამო დგება, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი