მათ ჩემს სამშობლოს სიცოცხლე აჩუქეს
სამშაბათი, 09 აპრილი, 2019 - 12:07

ნეტა, გვიყურებენ? 

ნეტა, რას ფიქრობენ ახლა?

ალბათ როგორ სტკივათ ხომ?

როგორ უძლებენ?
როგორ უძლებენ იმ მიწის მზერას, სადაც მათი სისხლი დაიღვარა?

ნეტა, რას ფიქრობენ?
მართლა ტიტები უყვარდათ?
ტიტები უნდოდათ?

ნეტა, რა სურთ ახლა?
ნანობენ ვითომ?

ნეტა, შემდეგ ომებშიც დაიხოცებოდნენ?

მხოლოდ მტერს დაუდგებოდნენ წინ? 
ერში ბოროტისა და გაბოროტებულს შორის არ ჩადგებოდნენ?

სიცოცხლე რომ გვაჩუქეს, არაფერს ითხოვდნენ?
სულ არაფერს?

არ ითხოვდნენ არ დავიწყებას?
არ ითხოვდნენ, გაგრძელებას? 

ასეთი  საქართველო უნდოდათ? 
... 
მათ ჩემს სამშობლოს სიცოცხლე აჩუქეს. 

ისინი 9 აპრილს რუსებმა ჩახოცეს. 
... 

ტირიან ხომ? 
ნამდვილად ტირიან. 
რუსეთის ხსენებაზე საბჭოთა ნეტარი ცხოვრება რამდენჯერაც, რამდენ ქართველსაც გაახსენდება, თავიდან გრძნობენ ბარის ჩაცემას. 

"ერთმორწმუნეს" რამდენჯერაც დაუძახებს ქართველი რუსეთს, იმდენჯერ იხრჩობიან. 

რამდენჯერაც ქართველი რუსეთისკენ გაიწევს, იმდენჯერ თავიდან უჩერდებათ გული. 

რამდენ მეტრ მიწასაც ვუთმობთ რუსეთს, იმდენი მიწა ეყრება მათ სულებს. 

რამდენჯერაც "არაფერი არ შეგვიძლია" იმდენჯერ საფლავებიდან დგებიან და თავიდან იმარხებიან. 

ასეთი საქართველო სურდათ? 
სურდათ ქვეყანა, სადაც ისევ ეტრფიან რუსეთს? 

ამისთვის გვაჩუქეს სიცოცხლე? 

...  

რა უნდა თქვა იმ ადამიანების სულების წინაშე ვინც იქ დახოცეს.  იქ... სამშობლოში, საკუთარ სამშობლოში. დახოცეს. 
რამეთუ... 

რა უნდა ვთქვა, რა უნდა თქვა, ვინ რას იტყვის ახალს, საჭიროს, რამის შემცვლელს. 
მადლობა? 

მაინც: რუსეთი ოკუპანტია! 

მაინც: საქართველოს არასოდეს ჰყოლია უფრო მტერი - არც დიდი, არც მეტის დამშავებლი, არც მეტად გამანადგურებელი - უფრო მტერი! სიტყვებია...

ნუ მომიყვანთ მაგალითად სხვა მტრებს - ამ დროს ყეყეჩობამდე ამაყი ვხდები. ამ  დროს  - როცა ვიხსენებ ბრძოლებში თუნდაც დამარცხებულ, დაპყრობილ, მაგრამ მაინც საქართველოს... საქართველოს, რომელსაც ამდენი გმირი იცავდა! 

და სულ მგონია მერე  - ქართველი ან გმირი იყო,  ან მოღალატე. 

და რუსეთს შეწირული ჩვენი გმირები...  და ისინი, ვინც 9 აპრილს ჩახოცეს... არც პირველები, არც უკანასკნელები... მაგრამ მაინც პირველები...

და რა უნდა ვთქვა მე...
ან შენ...
ან მან...
რუსეთი ისევ ოკუპანტია!
... 

მათ ჩემს სამშობლოს სიცოცხლე აჩუქეს. 
ამ ვალს არ იხდიან, ამ ვალისთვის ცხოვრობენ. 

მაშინ აკვანში ვიწექი, ახლა - იტალიის მიწაზე ვდგავარ

 

ელისო კავილაძე (ჭინჭარი)

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი