სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
ხუთშაბათი, 09 მაისი, 2019 - 14:29

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს გამარჯვების დღეს ულოცავს.

პრეზიდენტი დღეს ვაკის პარკში მივიდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

„მინდა, ყველა ვეტერანს მივულოცო მათი იმდროინდელი გამარჯვება. პატივისცემას იმსახურებს ყველა გმირი, რომელიც ომში დაიღუპა. ყველა ქართველს სჯეროდა, რომ იბრძოდა თავისუფლებისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ყველა დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მინდა, მათი ხსოვნა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს ვაკის პარკში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.  იყო შეძახილები „სირცხვილი, სირცხვილი“, „მოღალატე“ და აგრეთვე შეურაცხმყოფელი სიტყვებიც.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი