file not saved საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი 58.7 პროცენტით შემცირდა » ახალი ამბების სააგენტო

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი 58.7 პროცენტით შემცირდა
ორშაბათი, 06 იანვარი, 2020 - 12:39

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს დაახლოებით 7.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი კი 58.7 პროცენტით შემცირდა.

2019 წელს ქვეყანამ 1623 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, 2018 წელს კი იმპორტის მაჩვენებელი 1508.82 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენდა. შარშან იმპორტის 68 პროცენტი აზერბაიჯანზე მოდიოდა, 32 პროცენტი რუსეთზე.

ექსპორტზე კი 2019 წელს 243.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 588.58 მლნ კვტ.სთ.-ს შეადგენდა. ექსპორტი საქართველოს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის ყველაზე მეტი – თურქეთში (46 პროცენტი).

ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბალანსით, 2020 წელს იმპორტის შემცირებაა გათვალისწინებული – 1253.9 მილიონ კვტ.სთ-მდე. ექსპორტი კი, არსებული გეგმით, 577.8 მილიონი კვტ.სთ-მდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები