file not saved ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება » ახალი ამბების სააგენტო

ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება
სამშაბათი, 28 იანვარი, 2020 - 12:02

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა მინიმუმადე დავიდეს ქვეყანაში კორპონავირუსის გავრცელების რისკი.

„ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღეს, დღის მეორე ნახევარში, გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება მოქალაქეების ევაკუცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვართ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე შეიძლება არ დადგეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი“, – განაცხდა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები