file not saved საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა » ახალი ამბების სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2020 - 22:02

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები