file not saved გომის თემის სოფელ ხიდისყურის შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს » ახალი ამბების სააგენტო

გომის თემის სოფელ ხიდისყურის შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს
ორშაბათი, 13 აპრილი, 2020 - 09:01

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გორის თემის სოფელ ხიდისყურის შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა. 30 წლის ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, ოჯახთან ერთად აგარაკზე სოფელ ხიდისყურში იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო-საოპერაციო შტაბში განუცხადეს, სოფელი არ ჩაკეტილა და დამატებითი რეგულაციები უსაფრთხოების მიზნით არის ამოქმედებული.

ამასთან, ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები იზოლაციაში იმყოფებიან. დგინდება კონტაქტები.

მსგავსი სიახლეები