მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 2,6 მილიონს გადააჭარბა
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2020 - 09:23

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2,6 მილიონს აჭარბებს. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 183 424 ადამიანია გარდაცვლილი. სულ გამოჯანმრთელებულია 850 ათასზე მეტი პაციენტი.

მსოფლიოში პირველ ადგილს როგორც ინფიცირების შემთხვევების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, სადაც გამოვლენილია კორონავირუსის 842 ათასზე მეტი შემთხვევა.

1tv

მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის პერიოდს?

ექსკლუზივი