საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2020 - 10:30

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 420 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5223 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის პერიოდს?

ექსკლუზივი