23 აპრილის მონაცემებით სამშობლოში 7 600 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2020 - 11:24

23 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 12 636 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7 600 მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები ჩOVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

„აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის პერიოდს?

ექსკლუზივი